fbpx
კრიმინალი

“ჩემს შვილს ვადანაშაულებ! ვუსურვებ, რომ როცა მოკვდება, ხელსაწყოების ყუთში არ აღმოჩნდეს” – 29 წლის ქალის მამა

შვილის მკვლელობაში მონაწილეობისთვის დაკავებული 29 წლის ხრისტინა მანიატაკის მამა მედიასთან პირველად საუბრობს საჯაროდ. როგორც ირკვევა, მანიატაკის არა მხოლოდ თავის ყოფილ მეუღლესთან, არამედ მამასთანაც არ ჰქონდა კონტაქტი წლების მანძილზე და მოხუცის თქმით, ისიც კი არ იცოდა, თუ სად ცხოვრობდა მისი შვილი, შვილიშვილებთან ერთად.

“ძალიან ვწუხვარ ბავშვის გამო. 6 თვის იყო, როცა დედამ წაიყვანა და წავიდა. არაფერი ვიცოდი, წარმოდგენა არ მქონდა სად ცხოვრობდნენ და ვისთან ერთად. როცა ამ ამბის შესახებ გავიგე, შოკში ჩავვარდი. წლების მანძილზე არ მქონია მასთან კონტაქტი.

ვგმობ და ვკიცხავ ჩემს შვილს და მის საქციელს, რადგან გასაკიცხია. როცა ხედავდა, რომ მისი პარტნიორი ბავშვებზე ძალადობდა, პოლიციაში უნდა ეჩივლა მისთვის. ვადანაშაულებ, რომ ამის შესახებ არავის შეატყობინა. ვუსურვებ, რომ როცა მოკვდება, ხელსაწყოების ყუთში არ აღმოჩნდეს.

როცა ეს პროცესი დასრულდება, ჩემი შვილიშვილის ძვლები მინდა დავმარხო, რომ მისმა სულმა დაისვენოს,” ამბობს მამაკაცი.

onalem

ტესტ