fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: საავადმყოფოს თანამშრომელი ქალი ექიმებს ძარცვავდა

49 წლის ბერძენ ქალს, რომელიც იოანინას ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა, განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონდა. მას შეეძლო ნებისმიერი ექიმის ოთახში შესვლა. თუმცა, მისი ერთადერთი მიზანი ქურდობა იყო.

კერძოდ, როგორც კი ექიმები საკუთარ კაბინეტებს ტოვებდნენ, ქალი შედიოდა და იპარავდა ყველაფერს, რაც კი ღირებული იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საჩივრები ბოლო 7 თვის მანძილზე არ წყდებოდა. საბოლოოდ, გამოძიება საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელმა დაიწყო და შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ ქურდი თავად თანამშრომელი იყო. აქამდე კი, 49 წლის ქალი ახერხებდა, რომ როდესაც ძარცვა ხდებოდა, ყოველთვის მოეძებნა ალიბი.

ქალი დააკავეს და იოანინას პროკურატურაში გადაიყვანეს. მას აღმოაჩნდა მოპარული თანხა და სხვადასხვა ნივთები.

onalem

ტესტ