fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალი ვაქცინის გასაკეთებლად მღვდელთან ერთად მივიდა, რომ თუ რაიმე მოუვიდოდა, ლოცვები წაეკითხა

მას შემდეგ, რაც აუცრელობისთვის ჯარიმები დაწესდა, პატრას ვაქცინაციის ცენტრში უჩვეულო შემთხვევები მრავლად ფიქსირდება. ექიმები და ექთნები ჰყვებიან ინციდენტების შესახებ, რომლებიც ერთის მხრივ, უჩვეულოა, მეორეს მხრივ კი, შემაშფოთებელი.

ირკვევა, რომ ვაქცინაციის ცენტრში ერთ-ერთი ქალბატონი თავის მოძღვართან ერთად მივიდა და როდესაც ჰკითხეს, თუ რასთან დაკავშირებით ახლდა თან, უპასუხა, რომ სასულიერო პირი იმ შემთხვევისთვის მიიყვანა იქ, რომ თუ ვაქცინისგან რაიმე დაემართებოდა, მისთვის ლოცვები წაეკითხა და ეშველა.

როგორც პერსონალი აცხადებს, დაფიქსირდა ისეთი ფაქტიც, როდესაც მოხუცი ქალბატონი აცრისთვის ნაკურთხი წყლით მივიდა და ექთანს ჰკითხა, თუ რომელ ხელზე უნდა გაეკეთებინა ვაქცინა, რომ მანამდე წყალი ეპკურებინა, დაცვისთვის.

ამას გარდა, კიდევ ერთმა მოხუცმა მამაკაცმა ექთანს ვაქცინაციის შემდეგ ტესტის გაკეთება მოსთხოვა, რადგან უნდოდა გაეგო, ანტისხეულებმა გადაიტანა თუ არა დაავადება მის სხეულში. ექთანი დიდხანს უხსნიდა, რომ მსგავსი რამ შეუძლებელი იყო და საბოლოოდ მამაკაცმა თხოვნა შეწყვიტა.

ირკვევა, რომ კონკრეტულ ვაქცინაციის ცენტრში 60 წელს გადაცილებულთა უმეტესობა, რომლებმაც ვაქცინაცია მხოლოდ ჯარიმების გამო გადაწყვიტეს, აცრამდე პირჯვარს იწერდა.

onalem

ტესტ