fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკში ორი ბერძენი იმ დროს დააკავეს, როცა სახლს ძარცვავდა – ჯამში მათ 19 სახლი გაძარცვეს

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ორი მამაკაცი იმ დროს დააკავა, როდესაც სახლს ძარცვავდა. როგორც ირკვევა, ინციდენტი კალამარიაში მოხდა, ოფიცრებმა დააკავეს 29 და 36 წლის მამაკაცები, ორივე ბერძენი.

როგორც გამოძიების მასალებიდან გაირკვა, ისინი ბოლო ოთხი თვის მანძილზე აცარიელებდნენ სახლებს, კორპუსების აივნებზე ძვრებოდნენ და ისე შედიოდნენ სახლებში.

არსებული ინფორმაციით, მათ მინიმუმ 19 სახლი გაძარცვეს, წაიღეს თანხა და ძვირფასეულობა, საერთო ჯამში კი, მათი “ნადავლი” 50.000 ევროს უდრის.

ამას გარდა, ბერძნებს ძარცვის სამ შემთხვევაში ჰყავდათ თანამზრახველი, რომლის ვინაობაც უკვე დადგენილია.

onalem

ტესტ