fbpx
მშობელისაბერძნეთი

საბერძნეთი: 7 გარდაცვლილი ადამიანი მანდრასა და მეგარაში

ატიკის რეგიონში, კერძოდ, მანდრასა და მეგარაში, ამინდის გაუარესებამ ტრაგიკული შედეგები მოიტანა.

ათენის საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, ჯერჯერობით ფიქსირდება 7 გარდაცვლილი ადამიანი, თუმცა, დაკარგულია კიდევ რამდენიმე. გამოძიება მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, დაკარგულ ადამიანთა ბედი, დაღუპულენი არიან ისინი თუ ბუნების კატასტროფას სადმე გაექცნენ.

თავდაპირველად მხოლოდ სამი ადამიანის სიკვდილის შესახებ იყო ცნობილი.

ერთ-ერთი ქალბატონი მანდრაში საკუთარ სახლში დაიხრჩო, ის 75-დან 80 წლამდე იქნებოდა. დანარჩენი ორი კი მამაკაცია. ისინიც მოვარდნილ წყალს ემსხვერპლნენ, რადგან სახლიდან გასვლა ვერ შეძლეს.

სატბორილია მოსახლეობის სახლები, შესასვლელები კი დაბლოკილია.

ორი ქალბატონი ჭრილობებით გადაყვანილია საავადმყოფოში.

იხილეთ ვითარება:

onalem

ტესტ