fbpx
საბერძნეთი

კრეტაზე დააჯილდოვეს შვეიცარიელი წყვილი, რომელიც კუნძულს ბოლო 15 წელი ყოველ ზაფხულს სტუმრობს

ჟან პიერი და მიმი კაგი შვეიცარიელი წყვილია, რომელიც კუნძულ კრეტაზე ბოლო 15 წელია მოგზაურობს. ისინი ყოველ ზაფხულს სტუმრობენ ელუნდას და სწორედ აქედან გამომდინარე, აგიოს ნიკოლაოს მერიაში დააჯილდოვეს.

ადგილობრივმა მერმა, ანტონის ზერვომ გადაწყვიტა, რომ ცოლ-ქმარი მერიაში მიეწვია და მათთვის საპატიო სტუმრების ჯილდო გადაეცა. მან წყვილს ჰკითხა თავიანთი გამოცდილების შესახებ, რომელიც კუნძულზე სტუმრობიდან გამომდინარე აქვთ. ფაქტობრივად, პიერი და კაგი თავიანთ ქვეყანაში საბერძნეთის საუკეთესო ელჩები არიან.

როგორც ცნობილია, საბერძნეთში ეს ტურისტების დაჯილდოვების პირველი შემთხვევა არ არის, სხვადასხვა რეგიონებში ხშირად ჯილდოვდებიან ყველაზე ერთგული ვიზიტორები, რათა მეტი სტიმული მიეცეთ და ტურიზმმაც სხვა ხიბლი შეიძინოს.

onalem

ტესტ