fbpx
კრიმინალი

პროკურატურამ რულა პისპირიგუ დანარჩენი ორი შვილის მკვლელობაშიც ეჭვმიტანილად დაასახელა

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორის გადაწყვეტილებით, რულა პისპირიგუ დასახელებულია ეჭვმიტანილად დანარჩენი ორი გოგონას გარდაცვალების საქმეზეც. საუბარია მალენასა და ირიდაზე, მის უმცროს და შუათანა ქალიშვილებზე, მათი ასაკი 6 თვე და 3,5 წელი იყო.

ამ დროისთვის შესაბამისი ორგანო ამზადებს დოკუმენტაციას, რომლის მიხედვითაც კორიდალოს ციხეში მივლენ და პისპირიგუს ოფიციალური ჩვენების მისაცემად გარკვეულ ვადას მისცემენ. საქმის მასალები მოიცავს ექსპერტიზის დასკვნებს, რომელთა მიხედვითაც, ბავშვები ასფიქსიით არიან გარდაცვლილები, ასევე ექიმებისა და ექთნების ჩვენებებს, ჩვენებებს, რომლებიც მისცა პისპირიგუ-დასკალაკის ოჯახის 50-ზე მეტმა წევრმა.

როდესაც რულა ახსნა-განმარტებებს მისცემს, პროკურატურა გადაწყვეტს, დაიწყება თუ არა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დანარჩენი ორი ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც. თუ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები საკმარისი იქნება, დაიწყება დაკითხვის ახალი ტალღაც.

როგორც უკვე ცნობილია, რამდენიმე ხნის წინ ჩვენების მისაცემად გამოიძახეს მისი დაც, დიმიტრა პისპირიგუ, ორივე მათგანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ პატარების დაღუპვის საქმეებთან.

 

onalem

ტესტ