fbpx
კრიმინალი

ბერძნებს და პაკისტანელებს ემიგრანტი მამაკაცი მძევლად ჰყავდათ აყვანილი და მისი ოჯახისგან 2,400€ აიღეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ორი ბერძენი და სამი პაკისტანელი მამაკაცი დააკავა. მათი ასაკი 18-დან 46 წლამდეა.

საქმის მასალების მიხედვით, მათ ბრალად ედებათ ემიგრანტი მამაკაცის გატაცება, მისი მძევლად აყვანა, შანტაჟი და დაშინება.

როგორც ირკვევა, ბერძნებმა და პაკისტანელებმა ტუნისიელი მამაკაცი აიყვანეს მძევლად, ემუქრებოდნენ, რომ არალეგალობის გამო პოლიციას დააჭერინებდნენ და მისი ოჯახისგან დიდი რაოდენობით თანხას ითხოვდნენ გათავისუფლების სანაცვლოდ.

საბოლოოდ, მამაკაცი 2,400 ევროს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, ჩატარებული გამოძიების შედეგად კი, თითოეული დამნაშავე დააკავეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, ჰყავთ თუ არა მათ კიდევ სხვა მსხვერპლი.

onalem

ტესტ