fbpx
საზოგადოება

ბერძენმა მამაკაცმა მეუღლე სასტიკად სცემა, რადგან მათი შვილის ტირილმა შეაწუხა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თესალონიკში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი 30 წლის მეუღლე სახისა და ზურგის არეში სასტიკად სცემა, რადგან მათი ახალშობილის ტირილმა შეაწუხა.

მამაკაცს 1 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს, თავად ქალი კი, ამბობს, რომ ეს უბრალოდ ცუდი მომენტი იყო და მსგავსი რამ ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს.

როგორხ ირკვევა, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა, როდესაც მამაკაცი სამსახურიდან დაბრუნდა და მეუღლესთან მათ უფროს შვილთან დაკავშირებულ თემას განიხილავდა. ვინაიდან ვერ შეთანხმდნენ, საუბარი სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა. შემდეგ 30 წლის ქალი აბაზანაში შევიდა, რა დროსაც მათმა 4 თვის ბავშვმა ტირილი დაიწყო, რაც ვერ აიტანა მამაკაცმა და მეუღლეს უთხრა, ბავშვისთვის მიეხედა. ვინაიდან ის აბაზანიდან დროულად არ გამოვიდა ბავშვის დასამშვიდებლად, მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა და სახის და სხეულის არეში დაზიანებები მიაყენა.

როგორც მამაკაცმა თავის ჩვენებაში განაცხადა, ჩადენილს ნანობს, რადგან თავზე კონტროლი დაკარგა.

onalem

ტესტ