fbpx
საზოგადოება

გემ “Ελ. Βενιζέλος”-ზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ცნობილია – ცეცხლი ზუსტად 4 წუთში გავრცელდა

გემ “Ελ. Βενιζέλος”-ზე გაჩენილი ხანძრის მიზეზი ექსპერტებმა დაადგინეს. როგორც ცნობილია, ამ დროს ბორტზე 875 მგზავრი და ეკიპაჟი იმყოფებოდა. თითოეული მათგანი, ეკიპაჟის კარგად მომზადებული წევრების წყალობით, უვნებლად გადმოიყვანეს პირეოსის პორტში.

დეტალური გამოძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ცეცხლი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რომელიც სატვირთო-მაცივარში გაჩნდა, რომელიც მანქანების სადგომზე იყო მოთავსებული.

ექსპერტების ცნობით, ხანძარი ზუსტად 4 წუთში გავრცელდა ისე, რომ მისი კონტროლი შეუძლებელი იყო.

კარგად ორგანიზებული მოქმედებების და სახანძრო სისტემის ამუშავების შედეგად, ხანძარი სხვა სართულებზე არ გავრცელებულა და არც გემის დატბორვის ან ჩაძირვის საფრთხე შექმნილა.

 

onalem

ტესტ