fbpx
კრიმინალი

ინციდენტი ათენისკენ მომავალ თვითმფრინავში: მგზავრმა ბორტგამცილებელზე სექსუალური ძალადობა სცადა

დაუჯერებელი შემთხვევა თესალონიკი-ათენის რეისზე მოხდა. ირკვევა, რომ ფრენისას ერთ-ერთმა მგზავრმა ბორტგამცილებელზე ძალადობა სცადა.

კერძოდ, 50 წლის მამაკაცი, რომელიც პროფესიით დიეტოლოგია, ქალს მიუახლოვდა და ცდილობდა შეხებოდა, რასაც მისი დაუყოვნებლივი რეაქცია მოჰყვა და მაშინვე ეკიპაჟს შეატყობინა. მოგვიანებით კი ამის შესახებ ათენის აეროპორტში გადასცეს ინფორმაცია.

როდესაც მამაკაცი საბოლოოდ თავის ადგილს დაუბრუნდა, ის საკუთარი თავის დაკმაყოფილებას ცდილობდა და გარყვნილი ქმედებით დაკავდა. ამან კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია გამოიწვია როგორც მგზავრების, ასევე ეკიპაჟის მხრიდან.

მამაკაცი ათენის აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს, ის დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს.

 

onalem

ტესტ