fbpx
კრიმინალი

ათენი: 46 წლის მამაკაცმა პარტნიორი ქალი ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა და ამ დრომდე დაკავებული არ არის

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა არგირუპოლში მოხდა, სადაც 46 წლის მამაკაცმა თავისი პარტნიორი ქალი სასტიკად სცემა და ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის.

46 წლის მოძალადის შვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მამის ფოტოს და წერს, რომ უკიდურესად რცხვენია, რომ მისი შვილია.

ირკვევა, რომ მამაკაცი სამჯერ იყო დაქორწინებული და სამჯერვე თავისი აგრესიული ხასიათის გამო დაშორდა მეუღლეებს. მიუხედავად ამისა, როგორც მეზობლები ამბობენ, მოძალადე და მსხვერპლი ძალიან შეყვარებულები ჩანდნენ, ხშირად დადიოდნენ ერთად კაფეებში და თან დაჰყავდათ თავიანთი ძაღლიც.

მიზეზები, რის გამო მოხდა მათ შორის ჩხუბი, უცნობია, თუმცა, გასულ პარასკევს მთელი კორპუსი შეძრა ქალის ყვირილმა, ის დახმარებას ითხოვდა და მეზობლებმაც პოლიცია გამოიძახეს. დამნაშავემ ოფიცრების მოსვლამდე გაქრობა შეძლო და ამ დრომდე იძებნება.

სასტიკად ნაცემი ქალი ევანგელისმოს საავადმყოფოშია მოთავსებული, მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული მთელ სხეულზე, ძირითადად კი, სახეზე.

არსებული ცნობებით, მამაკაცი ვერცხლისფერი მანქანით გადაადგილდება, მას პოლიცია აქტიურ რეჟიმში ეძებს.

onalem

ტესტ