fbpx
საბერძნეთი

გამოძიება ათონის მთაზე ვაქცინის მოწინააღმდეგე ბერების წინააღმდეგ – ისინი ხალხს მოუწოდებენ, რომ არ აიცრან

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათონის მთაზე ბერების მიერ ვაქცინის წინააღმდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა და ზოგადად, კამპანიამ, საჭირო გახადა, აღძრულიყო საქმე და დაწყებულიყო გამოძიება.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ბერები მოუწოდებენ მორწმუნეებს არ აიცრან და ამის გამო, პასუხისმგებელი არიან მრავალი ადამიანის სიკვდილზე.

“ამ ბერებს, რომლებიც პანდემიისა და ვაქცინის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოდიან, ბევრი ადამიანი ჰყავთ მოკლული. ისინი მოუწოდებენ ხალხს, არ აიცრან და არწმუნებენ მათ, რომ კორონავირუსი უბრალო გრიპია,” ამბობს ბერი იოსები “Βήμα Ορθοδοξίας”-სთან საუბრისას.

ამ განცხადებებზე დაყრდნობით, თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელმძღვანელმა მოითხოვა, ჩატარდეს გამოძიება ბრალდებული ბერების იდენტიფიცირებისთვის და ცხადია, იმის გასარკვევად, რამდენად საფუძვლიანია ბერი იოსების ბრალდებები მათ მიმართ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ავრცელებენ თუ არა ცრუ ინფორმაციას სასულიერო პირები და ზიანს აყენებენ თუ არა ისინი ამით საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, განისაზღვრება კანონდარღვევის შესაბამისი სასჯელი.

 

onalem

ტესტ