fbpx
საბერძნეთი

“გეორგია წვეულებაზე სრულიად ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო” – სკანდალური ჩვენება გეორგიას ბიკას საქმეში

თესალონიკში 24 წლის გეორგია ბიკას გაუპატიურების საქმეში ახალი ჩვენება გამოჩნდა, რომელიც მთელ სცენარს თავდაყირა აყენებს. ახალგაზრდა მამაკაცი აცხადებს, რომ წვეულებაზე თავადაც იმყოფებოდა და ბიკასთვის არაფერი უჩვეულო არ შეუმჩნევია.

ადვოკატის, თანოს კარაციოლის თქმით, მისი კლიენტი მთელი წვეულების მანძილზე სასტუმროში იმყოფებოდა და გეორგია ბიკასაც ხედავდა. მისი მტკიცებით, გოგონასთვის არაფერი შეუნიშნავს ისეთი, რასაც თავად აღწერს და აცხადებს, რომ სრულიად ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყო.

“ჩემი კლიენტის ინფორმაციით, გეორგია ბიკასთან მიმართებაში რაიმე ისეთი არ შეუნიშნავს, რაც უკანონო ქმედებებთან იქნებოდა დაკავშირებული,” ამბობს კარაციოლი.

ირკვევა, რომ საერთო ჯამში სულ მცირე ორმა ადამიანმა მისცა ჩვენება ახალი წლის ღამეს განვითარებული მოვლენების შესახებ, ხოლო იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც კონკრეტულად ნომერ 401-ში იმყოფებოდა, დაახლოებით 17-ია. მათმა უმეტესობამ წვეულება საკმაოდ ადრე დატოვა.

საქმე, ექსპერტიზის პასუხების თანხლებით, კიდევ ერთხელ ხვალისთვის განიხილება.

onalem

ტესტ