fbpx
საბერძნეთი

უამინდობის ახალი ტალღა ხვალ ღამიდან – კლეარხოს მარუსაკის საგანგებო პროგნოზი

მეტეოროლოგი კლეარხოს მარუსაკი საგანგებო პროგნოზს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ცუდი ამინდის ახალი ტალღა გველის და ის პარასკევს ღამიდან გააქტიურდება. ირკვევა, რომ ფენომენი თითქმის მთელ საბერძნეთს მოიცავს და კიდევ თოვაა მოსალოდნელი.

“უამინდობის ახალი ტალღა ჩვენს ქვეყანას პარასკევს ღამით დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შემოუტევს და ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში კვლავ თოვლს მოიტანს. ზოგიერთ რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი.

აღნიშნული ტალღა უკავშირდება ჩრ. ევროპიდან პოლარული ჰაერის მასების შემოჭრას, რომლებიც ქვემოთა მიმართულებით გადაადგილდება და მოქმედებაში შედის თბილ და ნოტიო ჰაერის მასებთან, ეს ძლიერ ბარომეტრულ ვარდნას იწვევს, შედეგი კი, ამინდის გაუარესებაა. 

ეს ტალღა გავლენას მოახდენს ატიკის რეგიონზე, სადაც მოსალოდნელია წვიმა და თოვლი მთიან ტერიტორიებზე. ამ ვითარებამ დაბლობებზე შეიძლება გამოიწვიოს თოვლის უეცარი დნობაც და წყალდიდობა წარმოქმნას ზოგიერთ ტერიტორიაზე,” წერს მარუსაკი.

აღსანიშნავია, რომ ათენში ხვალ ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება, შაბათს 8 გრადუსი დაფიქსირდება (წვიმასთან ერთად), ხოლო კვირას მაქსიმუმ 10 გრადუსი იქნება.

onalem

ტესტ