fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: ციფრული ბარათები სამსახურებში მისვლისა და წამოსვლის დასაფიქსირებლად სულ მალე

შრომის მინისტრმა, კოსტის ხაძიდაკიმ განაცხადა, რომ საბერძნეთში უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ციფრული ბარათების სისტემის შექმნაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში სამსახურებში გამოვიყენებთ.

ხაძიდაკის სიტყვებით, “ეს ოცნება სულ მალე რეალობად იქცევა” და თანამშრომელთა უფლებების დაცვის გაძლიერების კუთხით, სახელმწიფო უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

2022 წლის ივნისის თვიდან სამსახურებში ციფრული ბარათების გამოყენება დაიწყება. ეს ყველაფერი პირველ ეტაპზე შეეხებათ ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს და სუპერმარკეტებს. თითოეულ თანამშრომელს ექნება თავისი ბარათი, რომლითაც სამსახურში მისვლასა და წამოსვლას დააფიქსირებს.

“ელექტრონული ტვინი”, რომელზეც ბარათები იქნება დაკავშირებული, მზად მარტში იქნება, ხოლო ივნისიდან მათი გამოყენება თამამად იქნება შესაძლებელი. საბერძნეთი იქნება პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც აღნიშნულ მეთოდს დანერგავს.

შრომის მინისტრი, კოსტის ხაძიდაკი ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანია მცირე ბიზნესებზე გადასვლაც, ამიტომ ნელ-ნელა ბარათების გამოყენება უნდა გაფართოვდეს სხვა სფეროებზეც.

სამსახურში ციფრული ბარათის გამოყენებით ზუსტად იქნება აღრიცხული, თუ როდის დაიწყო და როდის დაასრულა თანამშრომელმა მუშაობა, რათა მისი უფლებები დაცული იყოს და არ იმუშაოს იმაზე მეტი, ვიდრე კანონით და კონტრაქტით ექნება განსაზღვრული.

onalem

ტესტ