fbpx
საბერძნეთი

დღეიდან წვიმა და ძლიერი ქარი საბერძნეთის უმეტეს ნაწილში – იხილეთ პროგნოზი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან საბერძნეთის უმეტეს ნაწილში წვიმა და ქარია მოსალოდნელი და კლიმატური ფენომენი ხვალამდე შენარჩუნდება.

კერძოდ, კვირას ღამის საათებიდან იწვიმებს ცენტრალურ მაკედონაიში, აღმოსავლეთ სტერეასა და პელოპონისოში, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, კრეტასა და ევიაში.

როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, წვიმა გაგრძელდება ხვალ დილის საათებამდე.

ირკვევა, რომ განსაკუთრებით ძლიერად იწვიმებს კიკლადესის კუნძულებზე, კრეტაზე და დოდეკანესის კუნძულებზე.

ათენში დღეს და ხვალ წვიმა აღარ არის მოსალოდნელი, ნავარაუდევია ცვალებადი მოღრუბლულობა და ჰაერი ხვალისთვის მაქსიმუმ 16 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება თესალონიკს, დღეს შუადღეს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო ხვალ ცვალებადი მოღრუბლულობა.

იხილეთ პროგნოზი:

onalem

ტესტ