fbpx
საზოგადოება

კიდევ ერთი სკანდალი ათენში: მასწავლებელი საკუთარ მოსწავლეზე 7 წელი ძალადობდა

საბერძნეთის პოლიციაში არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ კიდევ ერთი საჩივარი შევიდა. საუბარია 62 წლის მასწავლებელზე, რომელიც საკუთარ მოსწავლეზე სექსუალურად 7 წლის მანძილზე ძალადობდა.

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მამაკაცი ახლა უკვე 15 წლის ბიჭზე ძალადობდა იმ დროიდან, როდესაც 8 წლის იყო. თავდაპირველად, შორეული ნათესაური კავშირის ფონზე, მან მოახერხა, რომ ბიჭი სახლში მიიპატიჟა რამდენჯერმე და სწორედ იქ იძალადა მასზე. მოზარდი ამბობს, რომ მან ეს გააკეთა სხვა ოთხი ადამიანის წინაშეც კი.

პოლიციამ 62 წლის მამაკაცი უკვე დააკავა. ჩამორთმეულია როგორც მობილური ტელეფონი, ასევე ლეპტოპი, რათა გაირკვეს, არსებობს თუ არა კიდევ სხვა მსხვერპლი.

აღსანიშნავია, რომ პოლიციაში 15 წლის ბიჭის მშობლებმა თავად განაცხადეს.

onalem

ტესტ