fbpx
საზოგადოება

ბერძენი მამაკაცი, რომელსაც B ტიპის გრიპი და კორონავირუსი ერთად დაუდგინდა და საბოლოოდ გამოჯანმრთელდა

ალექსის ალექსიუ, რომელმაც საავადმყოფოში 17 დღე გაატარა, საკუთარი გამოცდილების შესახებ ჰყვება. საბოლოოდ გამოჯანმრთელება მხოლოდ 24 დღის შემდეგ მოახერხა, მაგრამ მისი პრობლემა იყო ის, რომ ჯერ B ტიპის ვირუსით დაინფიცირდა, შემდეგ კი Covid-19-ით და საშინელი პნევმონია ჰქონდა.

“ვფიქრობ, რომ ყველასთვის ძალიან რთულია 24 საათის მანძილზე, 17 დღე, გამოკეტილი იყო ერთ ოთახში. ასევე ისიც, რომ როცა უკვე საავადმყოფოში ხარ, სრულიად სხვაგან გადაჰყავხართ, რადგან სახიფათო ხარ სხვებისთვისაც. ვირუსით დაახლოებით მარტის დასაწყისში დავინფიცირდი და როცა თავი ცუდად ვიგრძენი თრიასიოს საავადმყოფოში გადამიყვანეს.
ყოველდღე 39 მქონდა ტემპერატურა და ექიმები წამლების “კოქტეილებს” მასმევდნენ, რომ როგორმე დაწეულიყო. ეს მაბრაზებდა, მაგრამ საბოლოოდ, ამ ადამიანების დახმარებით გადავრჩი. კარგად ვიკვებებოდი, მაგრამ მაინც 7 კილოგრამი დავიკელი.

ჩემი შეცდომა ისიც იყო, რომ გრიპის ვირუსზე აცრა არ გავიკეთე, როცა საჭირო იყო. ეს რომ გამეკეთებინა, ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. 

მძიმე საყურებელი იყო სხვა პაციენტების მდგომარეობა ჩემს გვერდით, არა იმიტომ, რომ ძალიან ავად იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ იმდენ ხანს იწვნენ საავადმყოფოში, რომ უკვე ფანრჯიდან გადახტომაზე ფიქრობდნენ. ერთი მათგანი გმირმა ექთნებმა შეაჩერეს,” ჰყვება ალექსიუ.

მამაკაცი მადლობას უხდის ყველას, ვინც სწორი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, ექიმებსა და ექთნებს, მაგრამ მათაც, ვინც ამდენი ხნის მანძილზე ამხნევებდა, ნაცნობები და უცნობები. მისი თქმით, ამ ბრძოლიდან გამარჯვებული სხვების სიყვარულის და რწმენის დახმარებით გამოვიდა.

 

onalem

ტესტ