fbpx
საზოგადოება

რომელი საგნებია ყველაზე სახიფათო და როგორ დავასუფთავოთ ისინი კორონავირუსისგან თავის დასაცავად?!

გთავაზობთ საერთაშორისო რეკომენდაციებს კორონავირუსული ინფექციისგან თავის დასაცავად.
სამეცნიერო კვლევებით უკვე დადგენილია, რომ კორონავირუსი სხვადსხვა საგნის ზედაპირებზე მოხვედრისას რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე ცოცხლობს.

ამჯერად იმ ნივთების დასუფთავება-დეზინფიცირებაზე ვისაუბრებთ, რომლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს:

ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს და დეზინფიცირდეს ისეთი საგნების ზედაპირები, რომელთაც ხშირად ვეხებით, ესენია:
მაგიდა,
კარის სახელურები,
საკეტები,
დენის ჩამრთველები,
სამზარეულოს დახლ-მაგიდის ზედაპირები,
ტელეფონები,
კლავიატურა,
უნიტაზი,
ონკანის სახელური,
ნიჟარა.

თუ საგნის ზედაპირი ჭუჭყიანია, გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით ან საპნიანი წყლით.

ხსნარები დეზინფექციისთვის:

გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარები, რომლებიც მოწოდებული ზედაპირის დასამუშავებლად. მათი შეძენა შეგიძლიათ მარკეტებში.

ხსნარის თავად დასამზადებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მათეთრებელი სითხე, ამისთვის:
1 ლიტრ წყალს უნდა შეურიოთ 1 სუფრის კოვზი მათეთრებელი.

აუცილებლად შეამოწმეთ სადეზინფექციო საშუალების და მათეთრებლის გამოყენების ვადა, რადგან ვადის გასვლის შემდეგ ისინი არაეფექტურია.

ასევე მნიშვნელოვანია ხსნარის კონცენტრაცია – თუ მათეთრებელს ნაკლები რაოდენობით აიღებთ, ხსნარი არაეფექტური იქნება.
ალკოჰოლის შემცველი ხსნარები:
 
სადეზინფექციოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტიანი ხსნარებიც.
დარწმუნდით, რომ სპირტში ალკოჰოლის შემცველობა 70%-ზე მეტია. უმჯობესია გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი.

ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, რომ საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებისას ზუსტად დავიცვათ ის წესები, რაც მათ ინსტრუქციაშია მითითებული, კერძოდ, კონცენტრაცია ხსნარის მომზადებისას, ზედაპირზე დატანის მეთოდი, გაჩერების ხანგრძლივობა და ა.შ.

onalem

ტესტ