fbpx
საზოგადოება

სამი თვის შემდეგ, ჯერ კიდევ ვერ იპოვა ძალა, რომ სარკეში ჩაიხედოს – სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი იაოანა პაპასპირუ

34 წლის იოანა პაპასპირუ, რომელიც 20 მაისს საკუთარ სამსახურთან სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა, გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ სახლში დაბრუნდა. როგორც უკვე ცნობილია, მას სახის 93% აქვს დამწვარი და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მარცხენა მხარეს თვალის შესანარჩუნებლად.

ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა, თუმცა, ცხადია, რომ ახალგაზრდა ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ულამაზესი იყო, უმძიმესია. ირკვევა, რომ მას ჯერ კიდევ არ შესწევს ძალა და ვერ ბედავს, რომ სარკეში საკუთარ თავს შეხედოს.

პაპასპირუს ყოველკვირეულად უწევს ექიმებთან ვიზიტი, რათა მდგომარეობის განვითრებას დააკვირდნენ.

მასზე თავდამსხმელი, 35 წლის ეფი, თივას ქალთა ციხეში იმყოფება და როგორც ცნობილია, მუშაობს, რომ სასჯელი შეიმსუბუქოს. უახლოეს მომავალში კი პირველად მიეცემა უფლება, რომ ციხეში მშობლებმა მოინახულონ.

onalem

ტესტ