fbpx
პოლიტიკა

“ერდოღანი თავისი გენერლებისგან ბერძნული გემის ჩაძირვას ან საბრძოლო ხომალდის ჩამოგდებას ითხოვდა” -Die Welt

გერმანული გაზეთი, Die Welt, შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს თურქეთის პრეზიდენტის გეგმებთან დაკავშირებით, რომლებიც, საბერძნეთისდა საბედნიეროდ, მოქმედებაში ვერ მოვიდა. გაზეთი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერდოღანს უნდოდა გამოეწვია სერიოზული დაძაბულობა ხმელთაშუაზღვისპირეთში.

Die Welt-ის მიხედვით, ერდოღანს საკუთარი გენერლებისთვის ნაბრძანები ჰქონდა საბერძნეთისთვის ღია დაპირისპირება გამოეცხადებინათ:

“ეს რომ მხოლოდ მის ხელში ყოფილიყო, თურქეთის საზღვაო ფლოტს დიდი ხნის წინ ეყოლებოდა ჩაძირული ბერძნული გემი. ერდოღანი გენერლებისგან ითხოვდა, რომ ბერძნული გემი ჩაეძირათ ისე, რომ არავინ დაღუპულიყო. ამ ბრძანების შესრულებაზე მისმა გენერლებმა უარი თქვეს, რის შემდეგაც, ერდოღანმა ალტერნატივა წამოაყენა და თქვა, რომ უნდა ჩამოეგდოთ ბერძნული საბრძოლო ხომალდი და ირწმუნებოდა, რომ იქ მსხდომები მოასწრებდნენ თავის გადარჩენას. თუმცა, გენერლებისგან აქაც უარი მიიღო,” წერია გაზეთში.

უარი გამომდინარეობდა იქიდან, რომ როდესაც არმია ომისთვის ემზადება, აუცილებელია გაიაროს სპეციფიკური პროცედურები, გაიმართოს დისკუსია მხარეების მონაწილეობით. ამას მოსდევს საჰაერო ძალების გაყვანა, გამაფრთხილებელი სროლები და საბოლოოდ შეტევა.

 

onalem

ტესტ