fbpx
პოლიტიკა

“ჩვენ ეროვნულ საიუბილეო თარიღს აღვნიშნავთ, ევროპაში კი, საზღვრები წითლად არის შეღებილი” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი, მოსახლეობას რევულუციის 201-ე წელს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მთავრობა თითოეული მოქალაქის გვერდით დგას და უკვე მუშაობს ბოლო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. პრემიერს არ ავიწყდება აღნიშნოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც.

“ჩემო თანამემამულეებო,

ბერძნები დღეს ქვეყნის ყველა წერტილში ზეიმობენ 201-ე წელს, ერის წინსვლისთვის ბრძოლის დაწყებიდან. ასევე ვზეიმობთ დამოუკიდებლობის მესამე საუკუნის გარიჟრაჯს, რომელსაც თავდაჯერებულები, ოპტიმიზმით ვხვდებით.

ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ჩვენს წინაპარს, 1821 წლის მებრძოლებს, რომლებაც უზრუნველყვეს თავისუფლება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება კონტინენტზე, რომელზეც ტოტალიტარიზმი სუფევდა. ასევე პატივს ვცემთ მათ შთამომავლებს, რომლებმაც დიდი შრომა ჩადეს ჩვენი სამშობლოს აყვავებაში.

ჩვენ ახლა აღვნიშნავთ ეროვნულ საიუბილეო თარიღს, ევროპაში ომის ფონზე. ეს არის ხანძარი, რომელიც ევროპაში კვლავ აინთო და წითლად შეღება საზღვრები, მილიონობით ადამიანი კი, გადასახლებამდე მიიყვანა. ეს არის გეოპოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკრაინის მოქალაქეებთან ერთად ბომბავს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარს და იწვევს პროდუქცის გაძვირებას ყველა ქვეყანაში.

ჩვენს ქვეყანაში ახალი გამოწვევა იღვიძებს ჯერ კიდევ მაშინ, როცა პანდემია დასრულებული არ არის. და ამ ყველაფერს ასევე წინ უძღვოდა თანმიმდევრული თავდაცვითი გამოწვევები ევროსსა და ეგეოსის ზღვაში. ახლა ჩვენი ძალა და ენერგია უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ საერთაშორისო თავგადასავალი ეროვნულ გამარჯევად იქცეს.

ევროპის რეაგირება არ დააყოვნებს, მაგრამ მანამდე მინდა თითოეულ ბერძენს დავპირდე, რომ თქვენ გვერდით ვიქნები და ყველა ჩემს ძალას ამოვწურავ თქვენ დასახმარებლად. დროებითი კრიზისი აუცილებლად იპოვის თავის დასასრულს,” აცხადებს მიცოტაკი.

onalem

ტესტ