fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკი ზელენსკის საბერძნეთის პარლამენტში სასაუბროდ იწვევს

საბერძნეთის პრემიერ, კირიაკოს მიცოტაკისა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღეს მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა. ოფიციალური ინფორმაციით, მიცოტაკიმ ზელენსკის შესთავაზა საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, რაც პირდაპირი ჩართვის საშუალებით მოხდება.

ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერს ეროვნული დღესასწაული მიულოცა, მიცოტაკი კი, ესაუბრა ოდესის კავშირზე ელინიზმის ისტორიასთან და საბერძნეთის რევოლუციის დასაწყისთან.

როგორც ირკვევა, ზელენსკიმ მიცოტაკის წინადადება მიიღო და მისი პარლამენტში ჩართვის თარიღი უახლოეს მომავალში დიპლომატიური ორგანოების მიერ დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების დღიდან კირიაკოს მიცოტაკი აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და კონტაქტში იმყოფებოდა ზელენსკისთან.

onalem

ტესტ