fbpx
პოლიტიკა

“უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა ეთიკურად სწორი გადაწყვეტილება იყო, პუტინს სხვა ქვეყანაში საკუთარი ცხოვრების წესის დამკვიდრება უნდა” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, ტელეკომპანია Alpha-სთან საუბრისას ეთიკურად სწორი უწოდა უკრაინაში იარაღის გაგზავნის გადაწყვეტილებას. პრემიერის შეფასებით, მთავრობა სწორად მოიქცა, ისევე როგორც, საბოლოოდ, ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა.

“ჩვენ არ ჩავერევით ომში,” – ხაზი გაუსვა მან. “ომი არ გვინდოდა არც ჩვენ, არც დასავლეთს, არც ევროკავშირს და არც ნატოს. ომი პუტინმა აირჩია და სამწუხაროდ, ის და რუსი ხალხი მოიმკიან შედეგებს. სანქციები დააჩოქებს რუსეთის ეკონომიკას და ყველაზე სუსტები ყველაზე მეტად დაზარალდებიან.

რუსეთმა ძალადობრივი დაბომბვის ტექნიკა აირჩია და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობისკენაც არის მიმართული. საბერძნეთს ამჟამად არ აქვს რუსეთთან კომუნიკაციის უმაღლესი დონე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლი შეწყდეს, დაუყოვნებლივ, მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს. ნამდვილად არ ველოდით, რომ რუსეთი ასე შეიჭრებოდა უკრაინაში, ახალი სამყაროს წინაშე ვართ. ეს ნიშნავს მშვიდობისა და უსაფრთხოების რეჟიმის გაუქმებას, ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ცივ ომზე, რომელიც არავინ იცის რა შედეგებით დასრულდება. პუტინმა სხვა ქვეყანაში საკუთარი ცხოვრების წესის დამკვიდრება აირჩია. ეს ჩვენ ყველას გვეხება და სწორედ ამიტომ არსებობს საერთო რეაქციაც. 

მე ვსაუბრობ პრეზიდენტ პუტინზე და არა მთელ რუსეთზე, რადგან მიმაჩნია, რომ რუსი ხალხის უმრავლესობას არ სურს ეს ომი. დღეს მარიუპოლი ალყაშია, ჰუმანიტარული კატასტროფა ხდება. საომარი მოქმედებები აუცილებლად ახლავე უნდა შეწყდეს. რუსეთი დღეს გლობალურად იზოლირებულია,” განაცხადა პრემიერმა.

მიცოტაკიმ ამასთანავე მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს, რომლებიც საომარი მდგომარეობის ზონებში მუშაობენ და აშუქებენ მიმდინარე მოვლენებს.

onalem

ტესტ