fbpx
პოლიტიკა

“სირიზა” მინიმალურ ხელფასს 751 ევრომდე ასწევს!

“მომდევნო დღისთვის მზადება უკვე დაიწყო. მთავრობის მიზანია, რომ 21 აგვისტოს შემდეგ, პროგრამის დასრულებისთანავე, სერიოზული ინტერვენციების საბოლოო დეტალები განისაზღვროს, სოციალური უმრავლესობის სასარგებლოდ”, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა და მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრის ძანაკოპულოსმა საინფორმაციო ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

“მთავრობის ამოცანას წარმოადგენს მემორანდუმების დასრულება, რათა მოხდეს მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება”, ამბობს ძანაკოპულოსი, ხოლო კოლექტიურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ის აღნიშნავს, რომ მათი განახლება მიმდინარეობს და 2018 წელს აუცილებლად განიხილება ხელფასის ზრდის ინიციატივები.

კოლექტიური შრომის კანონების ძირითადი პრინციპების აღდგენა უკვე დაწყებულია, რადგან პროექტი, რომელიც 21 აგვისტოდან ამოქმედდება, უკვე მიღებულია.

onalem

ტესტ