fbpx
კრიმინალი

ათენის ცენტრი: ხუთ უცხოელს 34 წლის ბერძენი ქალი სამი დღე სარდაფში ჰყავდა ჩაკეტილი

საბერძნეთის პოლიციამ ათენის ცენტრში ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. მათ ბრალი სასტიკ ქმედებებში ედებათ.

კერძოდ, პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩნდა, რომ ექსარხიაში ხუთ უცხოელს 34 წლის ქალი სარდაფში ჰყავდა ჩაკეტილი. ოპერაციის შედეგად მისი გათავისუფლება და დამნაშავეთა აყვანა მოხერხდა.

ქალი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მან სარდაფში, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, სამი დღე გაატარა.

როგორც ჩანს ხუთ უცხოელს მისი გაქურდვა და შანტაჟი ჰქონდა გამიზნული.

აღსანიშნავია, რომ ოფიცრებმა ამოიღეს 26 გრამი ჰეროინი.

თითოეული მათგანი ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

დამნაშავეთა ეროვნების შესახებ ცნობილი არ არის.

onalem

ტესტ