fbpx
პოლიტიკა

გუგული მაღრაძემ აშშ-ი ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების ელჩებს და მეცნიერებს ლექცია ჩაუტარა

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით გუგული მაღრაძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, 26 ივნისს, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ საჯარო ლექცია გამართა.

საჯარო ლექციას მოდერაციას უწევდა კარნეგის ფონდის ევრაზიისა და რუსეთის პროგრამების უფროსი მრჩეველი პოლ სტრონსკი. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ში ევროკავშირის დელეგაციის, რეგიონის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და ფონდებიდან.

გუგული მაღრაძემ დამსწრეთ წარუდგინა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“.

მაღრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივების მიზანია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის პროცედურების გაადვილება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ჩაერთონ განათლების, ბიზნესის, ვაჭრობის, ჯანდაცვის სფეროში და გამოიყენონ ის უპირატესობები, რასაც საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს.

გუგული მაღრაძემ დეტალურად ისაუბრა განათლების სფეროში დაგეგმილი იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რაც ფართო შესაძლებლობებს უხსნის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიიღონ საერთაშორისო სტანდარტის განათლება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივები, აღინიშნა რომ ეს არის ის რეალისტური და სწორი გზა, რომელიც პერსპექტივაში ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოების ინტეგრაციის მეშვეობით.

onalem

ტესტ