fbpx
კრიმინალი

ბოშებმა საბერძნეთის პოლიციის ორი ოფიცერი ქვებითა და აგურებით დაჭრეს

ანო ლიოსიაში ოფიცრები ბოშების გასაფრთხილებლად მივიდნენ, რადგან ისინი ზედმეტად ხმაურობდნენ. შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიციაში სწორედ ამ მიზეზით დარეკეს, თუმცა, სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა.

როდესაც ოპერატიული გუნდის ორი თანამშრომელი ადგილზე მივიდა, მათ თავს დაესხნენ და ქვებისა და აგურების სროლა დაუწყეს.

შედეგად, ორივე პოლიციელი დაიჭრა. ერთ მათგანს ქვა ყურის არეში მოხვდა, რის გამოც 10 ნაკერის დადება გახდა საჭირო, მის კოლეგას კი აგურების სროლისგან გამოწვეული დაზიანებები აქვს.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ არავინ დაუკავებიათ, თუმცა, მომდევნო დილას ქვედანაყოფმა დამნაშავეების დასაკავებლად მუშაობა დაიწყო.

დასავლეთ ატიკის პოლიციის განყოფილების პრეზიდენტი აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე, სადაც ბოშები ცხოვრობენ, პატრულირება უნდა გაძლიერდეს.

onalem

ტესტ