fbpx
პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტში 7 აპრილს 20 წუთი ისაუბრებს

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, უკრაინის პრეზიდენტი პარლამენტში სასაუბროდ მოიწვია. ვოლოდიმირ ზელენსკი წინადადებას დათანხმდა.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ბერძნულ პარლამენტში სიტყვით 7 აპრილს, ხუთშაბათს გამოვა და მისი საუბარი დაახლოებით 20 წუთს გასტანს. ზელენსკი აგრძელებს სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში პირდაპირ ჩართვებს, რათა გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

როგორც უკვე ცნობილია, მიცოტაკი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მათ დასახმარებლად გაერთიანებულია ოპოზიციაც და ზოგადად, ბერძნული საზოგადოება.

აღსანიშნავია ხვალინდელი კონცერტიც, რომელიც ომის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მონაწილეობას ცნობილი ბერძენი სახეები მიიღებენ, რათა კიდევ ერთი მესიჯი გაიგზავნოს რუსეთის დიქტატორის მიმართულებით, შეჩერდეს ომი!

 

onalem

ტესტ