fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: 15 წლის ბიჭმა, ბულინგის გამო თავი მოიკლა და წერილი დატოვა

პოლიცია იძიებს 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობას, რომელიც სამხრეთ დასახლებაში იპოვეს გამთენიისას ჩამოხრჩობილი.ეს საქმე ძალიან ჰგავს სტუდენტი იაკუმაკის ბულინგის ფაქტს.

მოსწავლე, რომელმაც მე-10 კლასი დახურა და რომელიც სამხრეთ გარეუბნის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელის უმცროსი შვილი იყო, იპოვეს ჩამოხრჩობილი სახლის აივანზე. მანამდე ის წვეულებაზე იმყოფებოდა. გარკვეული ინფორმაციის მიხედვით ბავშვის უსულო სხეულის გვერდით წერილი შენიშნეს.

მოსწავლე რამდენიმე წინადადებით ხსნის, რამ მიიყვანა ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებამდე.

განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობა გადაწყვიტა, რადგან ვეღარ უძლებდა კლასელების მხრიდან ბულინგს, აქვე უწერია 6 კონკრეტული პირი.”მიყვარს დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ძმა”,-ასე იწყებს წერილს და შემდეგ წერს იმ 6 პირის სახელს,”მათ გამანადგურეს. ასე რომ, თქვენც გაანადგურეთ”. საქმეს იძიებს ატიკას მოზარდთა უსაფრთხოების დეპარტამენტი.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ატიკის პოლიციელთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგოს კალიაკმანისი protothema.gr-ში საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ: “ეს არის უბედური შემთხვევა, რომელსაც იძიებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ატიკას უსაფრთხოების სამსახური და არასრულწლოვანთა დაცვის დეპარტამენტი. რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ საკითხი ძალიან მგრძნობიარეა, პოლიციის თანამშრომლები სიფრთხილით ეკიდებიან გამოძიებას. ეს ოჯახისთვის უდიდესი ტრაგედიაა და ახლა მთავარია პატივი ვცეთ მათ”.