fbpx
საზოგადოება

წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში: 13 წლის გოგო სასტიკი ცემის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სასტიკი დაპირისპირების შედეგად 13 წლის მოზარდი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. დაპირისპირების მეორე მხარეს იყვნენ მასზე უფროსი, 17 წლის გოგოები, რომლებმაც ის გამეტებით სცემეს.

ინციდენტი ლამიას ერთ-ერთ პარკში მოხდა, სადაც უამრავი ახალაგზრდა იკრიბება. ირკვევა, რომ თავდამსხმელებს შორის არიან ალბანელი, ბერძენი და რუმინელი გოგონები და სამი ერთის წინააღმდეგ გაერთიანდა. თავდაპირველად იყო შეკამათება, თუმცა, არ ჰქონიათ არანაირი სერიოზული მიზეზი, რომ ყველაფერი ასე დასრულებულიყო.

13 წლის გოგო მათ ძირს დააგდეს და დაახლოებით 15 წუთის მანძილზე სხეულის თითქმის ყველა არეში ურტყამდნენ.

მსხვერპლის ოჯახმა საჩივარი უკვე შეიტანა, საქმე კი ცნობილმა ადვოკატმა, აპოსტოლოს ლიტრასმა აიღო. როგორც გოგონას და აცხადებს, მართლმსაჯულების აღსრულების იმედი აქვთ.

onalem

ტესტ