fbpx
ჯანმრთელობა

მამაკაცს ოთხი თვის შემდეგ კორონავირუსი ისევ დაუდგინდა – უჩვეულო ფაქტი საბერძნეთში

ბერძნული ტელეკომპანიების ინფორმაციით, საბერძნეთში უიშვიათესი შემთხვევა ფიქსირდება, რომელიც, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მსოფლიოში მესამეა. ირკვევა, რომ ქსანთიში მცხოვრებ 45 წლის მამაკაცს კორონავირუსი ოთხი თვის შემდეგ ისევ დაუდგინდა.

Open-ის ცნობით, ის პირველად აპრილის თვეში დაინფიცირდა და ვირუსისგან საბოლოოდ ერთ თვეში განიკურნა, რადგან მას შემდეგ 8 ტესტი გაიკეტა და ყველა ნეგატიურ პასუხს აჩვენებდა. მიუხედავად ამისა, ახლა, ოთხი თვის შემდეგ, ვირუსი კვლავ უდასტურდება.

ამ შემთხვევამ დიდი დაინტერესება გამოიწვია ექსპერტებში და სოტირის ციოდრასმაც აღნიშნა გუშინდელი გამოსვლისას.

პროფესორი, მანოლის დერმიძაკისი ამბობს, რომ ეს ფენომენი უიშვიათესია და კარგი იქნება, თუ ასეთად დარჩება. გარდა ამისა, ასეთი შემთხვევები აიხსნება ორი გზით: ერთი, რომ ვირუსის ამ დროინდელი შტამი განსხავვებულია, ხოლო მეორე არის ის, რომ იმუნიტეტი, რომელიც პაციენტს პირველად დაინფიცირებისას გამოუმუშავდა, არ არის საკმარისად ძლიერი.

onalem

ტესტ