fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

35 ახალი შემთხვევა საბერძნეთში – კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 387-მდე გაიზარდა

სოტირის ციოდრასის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც დაავადებულთა რიცხვი 387-მდე გაზარდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი და საერთო ჯამში საბერძნეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 5-ს შეადგენს.

ციოდრასმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოებიდან გაეწერა 14 პაციენტი, ხოლო ინფიცირებულთა უმეტესობა მკურნალობას სახლში გადის.

შეგახსენებთ, რომ პანიკისგან თავი შეიკავოთ, დაიცვათ ჰიგიენის წესები და სახლში მეტი დრო გაატაროთ.

onalem

ტესტ