fbpx
საბერძნეთი

აფეთქება ახარნონზე – იწვის მთლიანი კორპუსი, არის დაშავებული

გავრცელებული ინფორმაციით, ახარნონზე ბუნებრივი აირის ბალონების მაღაზიაში აფეთქება მოხდა. როგორც კადრებიდან ჩანს, შედეგები საკმაოდ სავალალოა, ცეცხლი გავრცელდა და იწვის მთლიანი კორპუსი.

პირველადი ცნობებით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელსაც სერიოზული დამწვრობები აქვს მიღებული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და სამედიცინო ბრიგადა, რათა დაშავებულს დახმარება აღმოუჩინონ.

ამ დროისთვის ახარნონის ამ მონაკვეთში მოძრაობა მომხდარის გამო შეზღუდულია.

onalem

ტესტ