fbpx
საბერძნეთი

მიკონოსზე 200 ძვირადღირებულ ვილას აქირავებდნენ, საგადასახადოში კი, 1 ევროსაც არ აფიქსირებდნენ

საგადასახადო სამსახურმა სერიოზული დარღვევები ამჯერად კუნძულ მიკონოსზე აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, ქარების კუნძულზე 200 ყველაზე ძვირადღირებულ და მდიდრულ ვილას კოსმოსურ ფასებში აქირავებდნენ ისე, რომ საგადასახადო სამსახურში არ აფიქსირებდნენ არცერთ ევროს და არ არსებობდა არანაირი ოფიციალური დოკუმენტაცია.

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ამ ვილებში მომხმარებლებს სთავაზობდნენ სხვადასხვა დამატებით მომსახურებას: წვეულებების მოწყობას, იახტებისა და მანქანების გაქირავება და ა.შ. ცხადია, არც აქ არსებობდა რაიმე დეკლარაცია. საგადასახადო სამსახურის ინფორმაციით, თითოეულ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის დამალული თანხის ოდენობა მინიმუმ 5.000 ევროა, ხოლო ჯამში 1 მილიონ ევროს აჭარბებს.

გამოძიება და კონტროლი გრძელდება, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ მსგავსი საქმიანობით ბევრი სხვა ბიზნესია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ იგივე სახის დარღვევა აღმოაჩინეს გლიფადაში მდებარე მდიდრულ ბარ-რესტორანშიც, რომელიც სახელმწიფოსგან 600.000 ევროს მალავდა, გაცემული ქვითრების გაუქმების გზით.

onalem

ტესტ