fbpx
საბერძნეთი

30 წლის ბერძენმა აღიარა, რომ წელს ხანძარი სამჯერ გააჩინა, 2022 წელს კი ერთხელ

კრიზისების მართვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი საკუთარ ტვიტერზე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნავს, რომ 30 წლის ბერძენი მამაკაცი ხანძრების გაჩენის ბრალდებით არის დაკავებული.

არსებული ცნობებით, ბერძენმა მამაკაცმა აღიარა მინიმუმ სამი ხანძრის გაჩენა 2023 წელს, ხოლო ერთის 2022 წელს. კიკილიასი წერს, რომ ის გუშინდელი დღის შემდეგ დაკავებულია და დღეს პროკურატურაში გადაიყვანენ.

მისი დაკავება იამეაში (მესინია) ხანძრის გაჩენისთანავე მოხდა, მისი მოტივები ამ დრომდე უცნობი რჩება.

თავად მამაკაცი მესინიის, კერძოდ, ხარაკოპიოს მაცხოვრებელია.

onalem

ტესტ