fbpx
საბერძნეთი

Market Pass-ის თანხა მომდევნო სამი თვისთვისაც დაირიცხება – საჭიროა თუ არა განაცხადის ისევ გაკეთება?

ფინანსთა სამინისტროს კანონპროექტის მიხედვით, Market Pass ანუ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მოიცავს სუპერმარკეტებსა და ზოგადად, სასურსათო პროდუქტებზე ხარჯების 10%-ის დაფარვას, კვლავ ძალაშია.

კერძოდ, თანხა დაირიცხება მომდევნო სამი თვისთვისაც, იგულისხმება აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი. თუმცა, განიხილება 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაცია, წინა ჯერზე განხილულ იყო 2021 წლის საშემოსავლოები.

კრიტერიუმები თანხის მისაღებად იგივე რჩება, რაოდენობა კი, განისაზღვრება 22 ევროდან 100 ევრომდე, ანუ სამი თვის შემთხვევაში 66 ევროდან 300 ევრომდე. ფინანსთა სამინისტრი ხაზგასმით აცხადებს, რომ მათ, ვისაც განაცხადები გაკეთებული ჰქონდა წინა ჯერზეც და თანხა მიიღეს ან არ მიიღეს, ახალი განაცხადების გაკეთება აღარ დასჭირდებათ. სისტემა ავტომატურად დაამუშავებს მათ მონაცემებს და თანხებს კვლავ საბანკო ანგარიშებზე მიიღებენ.

მათ, ვინც თანხის აღება სპეციალური ბარათის საშუალებით ისურვა, შეუძლიათ იგივე გზით ისარგებლონ, ვინაიდან ეს ბარათები ძალაში იქნება 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

onalem

ტესტ