fbpx
საბერძნეთი

ხვალაც ზოგადი უქმე დღე ატიკაში – რა იქნება დაკეტილი და რა ღია 26 იანვარს?!

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალაც, 26 იანვარს, რამდენიმე რეგიონში ზოგადი უქმე დღე იქნება. საუბარია ატიკაზე, კრეტაზე, ჩრდილოეთ ეგეოსის, ვიოტიისა და ევიას ტერიტორიებზე.

26 იანვარს კვლავ არ იმუშავებს კერძო და საჯარო სექტორი, გამონაკლისს წარმოადგენენ სუპერმარკეტები, სურსათის მაღაზიები, კიოსკები, აფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები.

დაკეტილი იქნება კომერციული მაღაზიები, ხოლო სუპერმარკეტები იმუშავებენ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, დღეის მსგავსად.

ხვალ დაკეტილი იქნება ბანკებიც და ყველა საჯარო უწყება.

onalem

ტესტ