fbpx
საბერძნეთი

ატიკის გზატკეცილი: როგორ მიჰყავს პოლიციელს ზურგით პატარა გოგონა, რომელსაც ოპერაცია უნდა გაეკეთებინა

პატარა გოგონას ამბავმა, რომელიც მამასთან ერთად, ატიკის გზატკეცილზე საათების მანძილზე იყო მომწყვდეული, საზოგადოებას გული აუჩუყა. როგორც ირკვევა, ის მამას საავადმყოფოში მიჰყავდა, რადგან ოპერაცია იყო დაგეგმილი.

ირკვევა, რომ პოლიციელებმა, მას შემდეგ, რაც ბავშვის მდგომარეობის შესახებ შეიტყვეს, რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს, რათა იქამდე მიეღწიათ და შემდეგ ერთ-ერთმა ოფიცერმა საკუთარი ზურგით გადაიყვანა დუკისის პლაკენტიას სადგურამდე, სადაც მათ სხვა პოლიციელები დახვდნენ და გოგონა სამხედრო ჰოსპიტალში წაიყვანეს.

როგორც უკვე ცნობილია, უხვი თოვლის გამო ხალხი 18-20 საათის მანძილზე სიცივეში, ერთ ადგილას იყო მომწყვდეული და პოლიცია ადგილამდე მანქანებით ვერ აღწევდა. ამის გამო ოფიცრები ფეხით მივიდნენ ბავშვის გამოსაყვანად.

onalem

ტესტ