fbpx
საბერძნეთი

როგორ არის შესაძლებელი საბერძნეთში გამგზავრება?! – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

საბერძნეთში ტურიზმი გახსნილია 14 მაისიდან, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა უკვე მასპინძლობს ვიზიტორებს, თუმცა, ცხადია, მკაცრი წესებით.

ტურისტების რაოდენობა შეზღუდული არ არის, უცხოელებს არ მოუწევთ კარანტინის გავლა, თუ წარმოადგენენ ვაქცინაციის სერტიფიკატს, ან PCR-ტესტის უარყოფით შედეგს, ან ცნობას კორონავირუსის გადატანისა და ანტისხეულების არსებობის შესახებ, ნათქვამია სამთავრობო გადაწყვეტილებაში, რომელიც ოფიციალურ სამთავრობო გაზეთში გამოქვეყნდა.

საბერძნეთმა 14 მაისიდან ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა, მაგრამ ეს ყველა ქვეყნის მოქალაქეებს არ შეეხო.

საბერძნეთში მესამე ქვეყნების მოქალაქეების შესვლა დროებით აკრძალულია – “საბერძნეთის ტერიტორიაზე COVID-19-ის შემდგომი გავრცელებისგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით“.

აკრძალვა არ ეხება ევროკავშირის და შენგენის შეთანხმების წევრი ქვეყნების მოქალაქეებს. ასევე 21 ქვეყნის მუდმივი მოქალაქეობის მქონე პირებს. ესენია ავსტრალია, ჩრდილოეთ მაკედონია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, კანადა, ბელარუსი, ბაჰრეინი, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, კატარი, ჩინეთი, ქუვეითი, უკრაინა, რუანდა, რუსეთის ფედერაცია, საუდის არაბეთი, სერბეთი, სინგაპური და ტაილანდი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ ნებისმიერი გზითა და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით.

საქართველო ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს საბერძნეთში გამგზავრება ჯერჯერობით არ შეუძლიათ.

გამონაკლისს წარმოადგენენ რამდენიმე კატეგორიის მოქალაქეები:

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების მეუღლეები და 18 წლამდე არასრულწლოვანი შვილები;
  • პირები, რომლებიც მოემგზავრებიან  გადაუდებელი საჭიროების გამო;
  • სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ჯანდაცვის სფეროს მკვლევარები იმ შემთხვევაში თუ შემოსვლისას დაასაბუთებენ ვიზიტის მიზნობრიობას და საჭიროებას;
  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;
  • სამთავრობო დელეგაციის წევრები;
  • დიპლომატიური თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები, სამხედრო უსაფრთხოების თანამშრომლები;
  • სატრანსპორტო სფეროს თანამშრომლები, მათ შორის მეზღვაურები, საჰაერო ხომალდების თანამშრომლები, სატვირთო ტრანსპორტის მძღოლები;
  • ტრანზიტული მგზავრები;
  • სტუდენტები;
  • ხანდაზმული და შშმ პირების მომვლელები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • სასოფლო სამეურნეო სფეროში დასაქმებული სეზონური მუშები. (ასეთი პირები ვალდებულები არიან წარადგინონ დოკუმენტი, რომ გავლილი აქვთ სამედიცინო ლაბორატორიული გამოკვლევები).

მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ხვდებიან ვერცერთ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიაში, აქვთ უფლება მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საბერძნეთის საკონსულო სამსახურებს და მათი პერსონალური ან ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე დასაბუთებულად მოითხოვონ გამონაკლისის დაშვება.

გამგზავრებამდე 24 საათით ადრე სავალდებულოა ელექტრონული ფორმის შევსება.

საქართველოს მოქალაქეებისთვის საბერძნეთში გამგზავრება გასული წლის 26 ოქტომბრიდან შეიზღუდა.

საბერძნეთის მთავრობის ახალი დადგენილება 2021 წლის 24 მაისიდან 2021 წლის 31 მაისამდე იმოქმედებს.

 

onalem

ტესტ