fbpx
საბერძნეთი

შოკი საბერძნეთში: და-ძმა საკუთარ მშობლებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ბერძნული მედია შოკისმომგვრელი ამბის შესახებ იუწყება, რომელიც ათენში, კერძოდ, პეტრალონას უბანში ხდებოდა. და-ძმა, რომელთა ასაკიც ახლა 17 და 22 წელია, საკუთარ მშობლებს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, რომელიც არსებული ინფორმაციით, 10 წლის წინ მოხდა.

მედიის ცნობით, ამჟამად უკვე 17 წლის ბიჭმა, ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში სკოლის მასწავლებელს გაუმხილა, რომ მამამ მასზე სექსუალურად იძალადა და ამ ყველაფრის შედეგად სასამართლო პროცესები დაიწყო. რაც შეეხება დედას, და-ძმა მას ქმრის დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს.

ამას გარდა, ირკვევა, რომ 17 წლის ბიჭმა და 22 წლის გოგონამ მშობლებს 2018 წელსაც უჩივლეს, ჩატარდა ექსპერტიზა, მაგრამ ამ ყველაფერს შემოდგომი გამოძიება არ მოჰყოლია.

ყველაზე შემზარავია ფაქტი, რომ მამაკაცი არა მხოლოდ თავად ძალადობდა საკუთარ შვილებზე, არამედ მათ თავს მეგობრებსაც “სთავაზობდა”.

onalem

ტესტ