fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

კორონავირუსი: წარმოუდგენლად დაბალ საფეხურზე საბერძნეთი ევროპაში

ვრცელდება გრაფიკი და შედარება, თუ რა დონეზეა საბერძნეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან მიმართებაში.

მარტივად შესამჩნევია, რომ საბერძნეთი ყველაზე დაბალ საფეხურზეა, 1.061 ინფიიცრებულით. ის საგრძნობლად ჩამორჩება შვეიცარიას, ესპანეთს, იტალიას, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს.

მას შემდეგ, რაც საბერძნეთში კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა, 32 დღე გავიდა. ამ პერიოდის მანძილზე კი 1.000-მდე შემთხვევის დაფიქსირება საკმაოდ დაბალ მაჩვენებლად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ყოველდღე 700-800 ადამიანი იღუპება, საბერძნეთში კი ამ დრომდე გარდაცვლილთა რიცხვი 37-ს უდრის.

სოტირის ციოდრასის თქმით, ვირუსი ქვეყანაში კონტროლირებადია მანამ, ვიდრე არსებობს ზომები და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა.

 

onalem

ტესტ