fbpx
ჯანმრთელობა

95 ახალი შემთხვევა – საბერძნეთში ინფიცირებულთა რიცხვი 1.156-მდე გაიზარდა

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში საერთო ჯამში, ეპიდემიის აფეთქებიდან 32 დღის მანძილზე ოფიციალურად 1.156 ადამიანი დაავადდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 38-ს უდრის, ხოლო მართვით სუნთქვაზე 69 პაციენტია გადაყვანილი.

საბერძნეთში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშოდ არ იზრდება.

onalem

ტესტ