fbpx
ჯანმრთელობა

კვლავ ციოდრასი ეკრანებზე – ინფიცირების რამდენი ახალი შემთხვევაა დღეს საბერძნეთში?!

ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა, სოტირის ციოდრასმა დღეს საბერძნეთში ინფიცირების 10 ახალი შემთხვევის შესახებ გვაცნობა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 2,892 შემთხვევა ფიქსირდება და 173 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში მხოლოდ 1 გარდაცვალება ფიქსირდება.

რეანიმაციულ განყოფილებაში 18 ადამიანი რჩება. პროფესორის განცხადებით, რომ არა სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები, მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში, საბერძნეთში 13,685 გარდაცვლილი იქნებოდა, თუმცა, ამ დრომდე თავად ინფიცირების შემთხვევებმა 3.000-საც ვერ მიაღწია. ეს უდიდესი წარმატებაა.

ციოდრასის თქმით, მას არც კი სურს, რომ განიხილოს ყველაზე უარესი სცენარი.

26 მაისის მონაცემებით, საბერძნეთში 1 მილიონ მოსახლეზე 16 გარდაცვალება მოდის, შედარებით ბელგიასთან, სადაც ეს რიცხვი 815 უდრის, ესპანეთში 574-ს, დიდ ბრიტანეთში 555-ს, ხოლო იტალიაში 544-ს.

onalem

ტესტ