fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 31 წლის მამაკაცმა მოხუცი ცოლ-ქმარი სცემა, რადგან ბინა იქირავა და სთხოვდა, რომ ეთხოვებინათ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე, ირაკლიოში მოხდა. სასტიკი ცემის მსხვერპლი გახდა მოხუცი ცოლ-ქმარი, რომელმაც 31 წლის მამაკაცს ბინა მიაქირავა, მაგრამ ქირის თანხა ვერასოდეს აიღეს.

როგორც ირკვევა, შემთხვევა შაბათს გვიან ღამით მოხდა, როდესაც 31 წლის მამაკაცი მოხუცების სახლში მივიდა და ნაცვლად იმისა, რომ მათთვის ქირის თანხა მიეტანა, მოსთხოვა, რომ ბინა უნდა “ეთხოვებინათ” და ქირა არ გადაეხადა. როდესაც ცოლ-ქმრისგან უარი მიიღო, თავზე კონტროლი დაკარგა და ორივეს თავს დაესხა. მოხუცებს მან დაზიანებები მიაყენა როგორც ტანის, ასევე თავის არეში და იქაურობა დატოვა.

არსებული ცნობებით, მათ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მამაკაცი კი, პოლიციამ რამდენიმე ხანში დააკავა. მის წინააღმდეგ საქმე სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით აღიძრა.

 

onalem

ტესტ