fbpx
საბერძნეთი

17 წლის ბერძენი ბიჭი მხოლოდ სახლში მეცადინეობით ჰარვარდის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

როდესაც გასული წლის დეკემბერში 17 წლის კონსტანტინო ამერიკულ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად განაცხადს ავსებდა, წარმატების იმედები ჰქონდა, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხებოდა.

ნავპაქტოს საჯარო სკოლის მოსწავლეს, რომელიც სულ მალე ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში ისწავლის, არასოდეს უვლია მოსამზადებელ ცენტრებში, არ ჰყოლია კერძო მასწავლებლები და სახლში დამოუკიდებლად მეცადინეობით მიაღწია მიზანს, რაც ერთ დროს შეუძლებელი ჩანდა.

“ამ ყველაფერში მთელი ჩემი ენერგია და დრო ჩავდე. იყო ერთგვარი რისკი, რომელიც სწორად გავთვალე და საბოლოოდ ღირდა. ცოტა რწმენა მაინც რომ არ მქონოდა, არც დავიწყებდი. იმედები ნამდვილად მქონდა.

რამდენიმე წლის წინ დავიწყე პროგრამირების სწავლა სახლში, დამოუკიდებლად. ინტერნეტის საშუალებით ვიღებდი ყველა საჭირო ინფორმაციას. ყველა რესურსი ხელმისაწვდომი იყო. მინდოდა უფრო მეტად დავკავებულიყავი კომპიუტერული მეცნიერებებით, ვიდრე სკოლის სტანდარტული საგნებით. შემდეგ შევქმენი რამდენიმე თამაში-აპლიკაცია და ავტვირთე,” ამბობს კონსტანტინო.

მოზარდს საგანმანათლებლო ილიმპიადებში მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, ხოლო ამერიკაში სხვა 24 მოსწავლესთან ერთად გაემგზავრება, საკუთარი ოცნებების ასახდენად.

onalem

ტესტ