fbpx
საბერძნეთი

“უკრაინელ ლტოლვილებს საბერძნეთში უკეთ ექცევიან, ვიდრე ჩვენ, უკრაინიდან დაბრუნებულ ბერძნებს” – პადელის ალექსოპულოს

ხერსონიდან ჩამოსული ბერძენი მამაკაცი, პადელის ალექსოპულო, აცხადებს, რომ საკუთარ სამშობლოში დახვედრა მისთვის ისეთი არ აღმოჩნდა, როგორც ელოდებოდა. ამასთანავე, დასძენს, რომ საბერძნეთში უკრაინელ ლტოლვილებს ბერძნებზე გაცილებით უკეთ ექცევიან და ყველა საჭიროებით უზრუნველყოფენ.

ალექსოპულო საუბრობს პრობლემის შესახებ, რომელიც მის საბუთებს უკავშირდება. როგორც ირკვევა, მან ხერსონში დაკარგა სახლი, ყველაფერი, რაც გააჩნდა, ახლა არც ფინანსები აქვს და ვერც სამსახურს პოულობს. მისი განმარტებით, ყველგან, სადაც ვაკანსია არსებობს, სრულად ვაქცინირებულ თანამშრომელს ითხოვენ. ის 23 თებერვალს აიცრა გამაძლიერებელი დოზით, მისი ვაქცინაციის სერთიფიკატი არ არსებობს, ვინაიდან 24 თებერვალს რუსეთმა ომი დაიწყო და უკრაინაში ჩვეული ცხოვრების რიტმი გაჩერდა.

საბერძნეთში ალექსოპულოს ვერცერთ უწყებაში ვერ ეხმარებიან, ერთმანეთთან ამისამართებენ, ბოლოს კი, უკრაინის საკონსულოში დარეკვას ურჩევენ.

“რა უნდა ვქნა?! მეუბნებიან, რომ თავიდან ავიცრა, კიბატონო, მაგრამ ჯერ რომ სამი თვე არ გასულა. აქ არ ცნობენ, რომ ვაქცინირებული ვარ, თანაც სამჯერ. მაქვს შთაბეჭდილება, რომ საბერძნეთმა უკრაინელი ლტოვილები უკეთ მიიღო, ვიდრე თავისი მოქალაქეები. დავკარგე სახლი, სამსახური, აქ ჩამოვედი თავის გადასარჩენად, მაქვს გარკვეული შანსი, მუშაობა დავიწყო და გამოსავალს ვერ ვპოულობ,” აცხადებს ის.

 

onalem

ტესტ