fbpx
საბერძნეთი

სად მიდიან ბერძნები წელს სააღდგომოდ – სასტუმროების ჯავშნები 90%-ს აღწევს

2023 წლის სეზონზე ყველა პოპულარული დანიშნულების ადგილი ჯავშნების გაზრდილ რაოდენობას აჩვენებს. ბერძნები და არა მარტო, მიდიან როგორც კუნძულებზე, ასევე მთიან სოფლებში.

ამ ინდუსტრიის ექსპერტების აზრით, 2023 წელი საბერძნეთში 2019 წლის ტურისტულ სეზონსაც კი გადააჭარბებს თავისი შემოსავლებით, ვინაიდან მხოლოდ სააღდგომოდ უკვე ფიქსირდება ჯავშნების 70%, მაგრამ მომდევნო დღეებში ეს მაჩვენებელი 90%-მდე ავა, ზოგიერთ ტერიტორიზე კი 100%-მდე.

წითელი პარასკევიდან აღდგომის ორშაბათამდე ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის არის: კორფუ, იდრა, პელოპონისო, იოანინა, პატმოს, ლუტრა, კავალა, თასოს, პილიო, სანტორინი, მიკონოს, კრეტა, სამხრეთ ეგეოსი, ხალკიდიკი. ასევე მოთხოვნადია კუნძული ხიოსი, სადაც მაშხალების ტრადიციული “ომი” გაიმართება.

სასტუმროების მფლობელები იმედიანად არიან განწყობილი მიმდინარე სეზონის მიმართ, ვინაიდან პანდემიის შემდეგ საბერძნეთი ყოველ წელს ნელ-ნელა დგებოდა ფეხზე და საბოლოოდ, როდესაც ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია, სრულ მზაყოფნაში არიან ვიზიტორების დასახვედრად.

აღსანიშნავია თავად აეროპორტში მიმოსვლის ტენდენციის ზრდაც, ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ტურისტი ფიქსირდება და სწორედ ამიტომ საკმაოდ ბევრ კუნძულზე სასტუმროები გაიხსნა მარტის თვიდან, რომ გაცილებით ადრე დაიწყონ მუშაობა, გასულ წლებთან შედარებით.

onalem

ტესტ