fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის ყოფილი პრემიერის, ანდრეას პაპანდრეუს სათვალე 25.000 ევროდ გაიყიდა – თანხა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდებათ

როგორც გადაცემა ” Το Πρωινο”-დან გახდა ცნობილი, საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეას პაპანდრეუს სათვალე ქუციონზე 25.000 ევროდ გაიყიდა. ირკვევა, რომ გუშინ საღამოს სათვალის ფასი 17.000 ევრო იყო, თუმცა, აუქციონის ბოლო 2 საათში 25.000 ევრომდე გაიზარდა და გაიყიდა კიდეც.

მყიდველი ახალგაზრდა გემთმფლობელია, რომელსაც სკაუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, მაგრამ დადასტურებული ინფორმაციით, შეძენა განხორციელდა იმისთვის, რომ გადახდილი თანხა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდეს, კერძოდ, გადაერიცხოს ასოციაცია “იმედს”, რომელიც სწორედ ამ ბავშვებზე ზრუნავს.

როგორც ნიკოს პაპანდრეუ ამბობს, ძალიან უხარია, რომ სათვალის გაყიდვამ მნიშვნელოვანი მესიჯი გააგზავნა და ანდრეას პაპანდრეუ უკვე კულტად ყალიბდება: “მემგონი ანდრეას თემა უკვე მითად და კუტლად ყალიბდება, მე არ მიყვარს მითები, მაგრამ საზოგადოებას ეს მოსწონს.”

onalem

ტესტ